მინსკის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულ ადამიანთაგან ერთ-ერთი, ბელორუსის პროკურატურის აზრით "ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელია". განცხადება ამის შესახებ რესპუბლიკის გენპროკურორის მოადგილემ ანდრეი შვედმა გააკეთა.
მისი თქმით, ამ ადამიანის თანამონაწილეობას (მისი ვინაობა არ სახელდება) ტერაქტში მოწმობს, როგორც მისი პირადი აღიარება, ისე ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებული კადრები. ვიდეოფირზე კარგად ჩანს, თუ როგორ დებს ადამიანი დახლის ქვეშ ჩანთას, რომელშიც როგორც ჩანს ასაფეთქებელი ნივთიერებაა ჩადებული.
იმის შესახებ, რომ გამოძიებამ ტერაქტთან დაკავშირებული რამდენიმე ადამიანი დააკავა ცნობილი 12 აპრილს გახდა.
შვედის განცხადებით, ტერაქტში მონაწილეობაში ეჭვნიტანილი ორი ადამიანია დაკავებული. მისივე თქმით, ეს ადამიანები ერთმანეთს იცნობენ, ისინი ბელორუსის მოქალაქეები არიან და მისი ერთ-ერთი საოლქო ცენტრიდან არიან წარმოშობით.
ტერაქტის გამოძიება ბელორუსის პრეზიდენტს ალექსნდრე კულაშენკოს პირად კონტროლზე აქვს აყვანილი.
შეგახსნებთ, რომ 11 აპრილს საღამოს, მეტროსადგურ "ოქტიაბრსკაიაში" აფეთქება მოხდა. აფეთქების სიმძლავრე 5-7 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო. შედეგად გარდაიცვალა 12 ადამიანი და დაახლოებით 200 მდე დაიჭრა, მათ შორის 150 ადამიანი საავადმყოფოებში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. 13 აპრილი ბელორუსში გლოვის დღედაა გამოცხადებული.
მასალის გამოყენების პირობები