ევროკავშირმა ლიბიის ლიდერის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლებიც ლუქსემბურგში იყვნენ შეკრებილნი. განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა კეტრინ ეშტონმა გააკეთა.
"მინისტრთა საბჭომ მოიწონა დამატებითი შეზღუდვის ზომების (სანქციების) დაწესება რეჟიმის წინააღმდეგ. მათ შორის ნავთობისა და გაზის სექტორის მიმართ და აუცილებლობის შემთხვევაში მიიღებს ახალ ზომებს რეჟიმის დაფინანსების გაგრძელების აღსაკვეთად", _ განაცხადა ეშტონმა.
ამავე დროს მან არ დააკონკრეტა, თუ კონკრეტულად რომელი დამატებითი ზომებია მიღებული კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ და მხოლოდ დასძინა ის, რომ "ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოები გააგრძელებენ მცდელობას მთლიანად ჩამოაცილონ ლიბიის ხელისუფლებას სახსრები, რომლებსაც იგი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან იღებს".