ტყის ძლიერი ხანძარი ჩინეთის ჩრდილოეთს მოედო. ცეცხლის ჩაქრობას 7,5 ათასი ადამიანი ცდილობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ევაკუაციას ახდენს.
პროვინცია ხებეის ტყის ზოლში ცეცხლი ჯერ კიდევ 12 აპრილს დაფიქსირდა. მისი ჩაქრობის მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და ხანძარი ტყის 133 ჰექტარზეც გავრცელდა.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, ხებეის პროვინცია ჩინეთის დედაქალაქ პეკინის გარშემო ზოლზე მდებარეობს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამ რეგიონში უკიდურესად მშრალი ამინდია.