ეგვიპტის პროკურატურამ ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი და შვილები დააკავა.
ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მუბარაქი კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით ციხეში 15 დღეს გაატარებს.
ყოფილი პრეზიდენტის გარდა დაკავებულები არიან ჰოსნი მუბარაქის შვილები - ალა და გამირ მუბარაქებიც.
ამავე ტელევიზიის ცნობით, გუშინ ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე ცუდად გახდა , მას გულთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და ის შარმ-ელ შეიხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პროკურატურამ ექს-პრეზიდენტი დაკითხვაზე ანტისამთავრობო აქციების დროს დემონსტრანტების დაღუპვისა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის გამო გამოიძახა.
როგორც ცნობილია, მუბარაქი 11 თებერვლის შემდეგ საკუთარ რეზიდენციაში შიდაპატიმრობაში იმყოფებოდა. მან "ალ-არაბიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ კორუფციაში მისი დადანაშაულება ჭორზე დაფუძნებული კამპანიის ნაწილია, რომელიც მისი და მისი ოჯახის წევრების რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად.
გავრცელებული ინფორმაციით, მუბარაქის ქონება 1-დან 70 მილიარდ დოლარს შეადგენს.