წყნეთში, კიკეთსა და კოჯორში თოვლია. მოჭარბებული ნალექის გამო გზებზე გადაადგილება შეფერხებულია.
ადგილზე წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური მარილი იყრებოდა.
"ბუნებამ სიურპრიზი მოგვიმზადა, თუმცა თოვლის გამწმენდი და მარილის მომწყრელი ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, რის გამოც როგორც ტრანსპორტით, ისე ფეხით გადაადგილება უკვე უსაფრთხოდაა შესაძლებელი", - განუცხადა ჟურნალისტებს თბილსიის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თორნიკე შიოლაშვილმა.
თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა ყაზბეგშიც. აღნიშნულის გამო ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნტქი დროებით ჩაკეტილია.
უამინდობა საქართველოს რამდენიმე რეგიოში ორ დღეს განმავლობაში გაგრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, შიდა ქართლსა და ალაზნის ველზე ამაღამ ტემპერატურა - 5 გრადუსამდე დაეცემა.
სინოპტიკოსები საქართველოში გამოდარებას 15 აპრილიდან ვარაუდობენ.