დღეს, 13 აპრილს, დასრულდება პროფესიული ტრენინგის პირველი რაუნდი, რომელსაც საქართველოს რეგიონული ტელევიზიების 50-მდე წარმომადგენელი ესწრება. სემინარებს ატარებს ახალი ამბების წამყვანი სააგენტო Agence France-Presse (AFP) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
სემინარის დახურვას ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი ფილიპ დიმიტროვი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ჯეიმი მაკგოლდრიკი ეწვევიან. ისინი მონაწილეებს მიმართავენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.
რეგიონული ტელევიზიებისთვის განკუთვნილი ტრენინგი უფრო ფართო ინიციატივის ნაწილია, რომლის მიზანსაც საქართველოს მედიის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება და მოსახლეობისათვის დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.
პროექტს, რომლის ბიუჯეტიც 745 ათას ევროს შეადგენს, ევროკავშირი აფინანსებს და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს.