დღეს,13 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" რეადმისიის ხელშეკრულების განხორციელების პროცესებთან დაკავშირებით, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
პროექტს "საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა რეადმისიის ხელშეკრულების განხორციელების პროცესში" ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს.