დღეს, 13 აპრილს, 13:00 საათზე, თიბისი ბანკში  გაიმართება თიბისი ბანკისა  და USAID-ის ერთობლივი პრესკონფერენცია და ახალი ერთობლივი საკრედიტო პროდუქტის პრეზენტაცია.
 
თიბისი ბანკი იწყებს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებას შეღავათიანი სესხებითა და უპრეცედენტო პირობებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საგენტოს (USAID) დაფინანსებით მიმდინარე ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროგრამასა (HSSP) და თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივასთან (NATELI )  ერთად, მომხმარებელს სთავაზობს ახალ, უნიკალურ პროდუქტს,  საქართველოში საავადმყოფოებისა და კლინიკების მშენებლობის, რემონტისა და აღჭურვის დაფინანსებისთვის.
 
პრესკონფერენციას გაუძღვებიან თიბისი ბანკის პრეზიდენტი ვახტანგ ბუცხრიკიძე, USAID-ის მისიის დირექტორი ჯონათან კონლი. ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები