დღეს, 13 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის წინა სხდომა 16 მარტს გაიმართა, რომელზედაც კომიტეტტმა მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
2011 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 13.7 პროცენტი შეადგინა. თებერვალში სამომხმარებლო ფასები 2.8 პროცენტით. თებერვლის ინფლაციაც ძირითადად სურსათის გაძვირების შედეგია, რასაც წლიურ ინფლაციაში 12.4 პროცენტული პუნქტი წვლილი უკავია. მომსახურების სექტორში ფასების წლიური ზრდა მხოლოდ 1.9 პროცენტს შეადგენს. გარე შოკებით გამოწვეული ინფლაცია დროებითი მოვლენაა. არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ მაღალი ინფლაცია რამდენიმე თვეში დაიწყებს შემცირებას.