ხვალ, 13 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში პროფესიულ განათლებაზე ფოტოკონკურსის "ჩემი პროფესია - ჩემი მომავალი" პრეზენტაციას გამართავს.
კონკურსს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ახორციელებს.