ხვალ, 13 აპრილს, ქართველი მსახიობის, გიორგი შავგულიძის გარდაცვალებიდან 52 წელი შესრულდება. იგი 1959 წლის 13 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა.
შავგულიძე იყო საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, დაჯილდოებულია ორი ორდენით და მედლებით. დაიბადა ქუთაისში 1910 წლის 16 ნოემბერს. საშუალო განათლება ქუთაისშივე, ყაუღჩიშვილების სკოლაში მიიღო. 1928 წელს, სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქუთაის-ბათუმის თეატრის დასში მუშაობდა, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. ორ წელიწადში მარჯანიშვილის თეატრი თბილისში გადავიდა (შემდგომ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი). 1934 წელს დაქორწინდა მსახიობ ლიზიკო ვაჩნაძეზე.
გადაღებულია ფილმებში: "დიადი განთიადი", "გიორგი სააკაძე", "დავით გურამიშვილი", "ქეთო და კოტე", "ბედნიერი შეხვედრა", "ჭრიჭინა", "ცისკარა" და სხვა.
დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.