ხვალ, 13 აპრილს, საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე მსოფლიოში მიმდინარე რადიაციულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციაზე გამოქვეყნდება მასალა იაპონური რადიაციის მსოფლიოში გავრცელებისა და მწვანეთა პარტიის მოთხოვნები ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ.გავრცელდება მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი და საერთასორისო ორგანიზაციებისადმი.
საქართველოს მწვანეთა პაქრტია მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ, არსებულ რადიაციულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩააყენოს მოსახლეობა საქმის კურსში; გარკვეული ვადით აიკრძალოს იაპონიიდან სხვადასხვა საქონლის იმპორტი ქვეყანაში.