თბილისი-ქუთაისის სამგზავრო მატარებელი კასპში ლიანდაგებზე გადასვლის დროს ქალსა და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა.
ქალი, 40 წლის რიტა ხანოიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ბავშვები კი ამ დროისთვის სხვადსხვა სახის დაზიანებებით კასპის რაიონის საავადმყოფოში იმყოფებიან.
ადგილზე გამოძახებული არიან კატასტროფის ცენტრის სპეციალისტები, რომლებიც ბავშვებს თბილისში გადაიყვანენ.