ხვალ, 13 აპრილს, მცხეთაში გამწვანების აქცია გაიმართება. 12 აპრილს გამწვანების აქცია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო. ადგილზე 500 კედარისა და ფიჭვის ნერგი დაირგო.
პატრიარქის კურთხევით დაწყებულ აქციაში მონაწილეობა თავად უწმინდესმა და უნეტარესმა, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ, დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ და სასულიერო აკადემიის სტუნტებმა მიიღეს.
"მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს და განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდობას, რომ ყურადღება მიაქციონ გამწვანებას. ეს არის ჩვენი ჯანრთელობა, ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრება. კურთხევა ეძლევა ყველას, რომ თითო ნერგი დარგონ ყოველ წელიწადს და გამწვანდება მთელი საქართველო",- ბრძანა უწმინდესმა.
ილია მეორემ გიგი უგულავას წმინდა ნიკოლოზის ოქროს მედალიონი გადაცა.