13 აპრილს ვარშავაში საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი პოვონზსკის სახელმწიფო მოღვაწეთა პანთეონში სმოლენსკის ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალს ყვავილებით შეამკობს და სკლადოვსკა-კიურის სახელობის ონკოლოგიის ცენტრისა და მკერდის კიბოს წინააღმდეგ მებრძოლ ქალთა საზოგადოება "ამაზონკის" მიღებას დაესწრება. ეს ორგანიზაცია რულოვსს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ჯილდოს გადასცემს. ამავე ღონისძიებაზე მარია კაჩინსკას სახელობის ეროვნული სკრინინგ ცენტრის ქართველი ექიმების "ოქროს ოტისით" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
"ოქროს ოტისის" ნდობის გაღრმავების ორგანიზაცია უკვე მეხუთე წელია სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებს გამორჩეული სამედიცინო მომსახურებისთვის "ოქროს ოტისის" საერთაშორისო ჯილდოს გადასცემს. 2010 წელს საქართველოდან ამ ჯილდოს მფლობელი მარია კაჩინსკას სახელობის ეროვნული სკრინინგ ცენტრი გახდა, რომელიც სკრინინგ პროგრამას პირველი ლედის პატრონაჟით ახორციელებს.
საქართველოს პირველი ლედი ვარშავის ეროვნულ ფილარმონიაში ბეთჰოვენის ფესტივალის გახსნით კონცერტსაც დესწრება.
11 აპრილს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში საქართველოს პირველი სანდრა ელიზაბედ რულოვსის ავტობიოგრაფიული წიგნის "იდეალისტის ნაამბობის" პოლონურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ლეხ და მარია კაჩინსკების ხსოვნას ეძღვნება. პირველი ლედი ამავე დროს კლასიკური მუსიკის რადიო "RMF FM Classic"-სა და მუსიკალურ აკადემიას ესტუმრა, სადაც ქართველი სტუდენტებისთვის მარია კაჩინსკას სახელობის სტიპენდიის ფარგლებში სწავლის შესაძლებლობაზე აკადემიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გამართა.
რულოვსი საქართველოში 13 აპრილს დაბრუნდება.