საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე რვა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება საარჩევნო კოდექსზე მუშაობის პროცესის საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით მიმდინარე კვირიდან რეგიონებში გასვლებს იწყებს.
პირველ შეხვედრას "რვიანი" ქუთაისელებთან ხვალ, 13 აპრილს გამართავს.
"ახალი მემარჯვენეების" ინფორმაციით, საარჩევნო ინიციატივების გარდა, "რვიანი" ადგილობრივებს თავად საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესის მიმდინარეობის შესახებინფორმაციას მიაწვდის.
ქუთაისის შემდეგ საზოგადოებასთან შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოში გაიმართება.
რვა ოპოზიციური პარტია საზოგადოების ინფორმირების მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებს.