"საქართველოს გზა" "დაიცავი საქართველოს" მიერ შემუშავებულ პროექტს "ახალი ქართული კონსერვატიზმი", მიესალმება
"მიგვაჩნია რომ ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო ქართული საზოგადოებისთვის, ვინაიდან მასში ჩადებულია ისეთი იდეები და ხედვები, რომელიც დღეს და სამომავლოდ საქართველოს განვითარებისთვის საჭირო იქნება", - აღნიშნულია "საქართველოს გზის" მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
როგორც პარტიაში მიიჩნევენ, პროექტის ავტორებმა დოკუმენტი ფართო საზოგადოებას უნდა გააცნონ.