ზაჰესის დასახლებაში სამგზავრო მატარებელმა 82 წლის ქალი გაიტანა.
წინასწარი ინფორმაციით, მოხუცი რკინიგზის გადაკვეთას აკრძალულ ადგილზე ცდილობდა, რა დროსაც ის მემანქანემ შეამჩნია და სიგნალის საშუალებით მის გაფრთხილებასაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.
ადგილზე მისულ სამედიცინო დახმარების ჯგუფს მოცუხი გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდარის შესახებ აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე.