"ქრისტიან-დემოკრატები" მთავრობას ევრობონდების კანონის დარღვევით გამოშვებაში ადანაშაულებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, "გაუგებარია რატომ დაიწყო ფინანსთა სამინისტრომ ევრობონდების 7 აპრილს გამოშვება, მაშინ, როცა პარლამენტმა ამის უფლება მთავრობას 8 აპრილს მისცა".
"ჩვენ "სახელმწიფო ვალის შესახებ" კანონში ცვლილებები 8 აპრილს დავამტკიცეთ და სწორედ ამ დღეს მიეცა მთავრობას უფლება განესაზღვრა ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოსაშვები უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ნორმები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის მაქსიმალური წლიური მოცულობა. ასე რომ, 7 აპრილს ევრობონდების გამოშვება არ შეიძლება დაწყებულიყო",- აცხადებს ვეფხვაძე.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ ევრობონდების გამოშვება 7 აპრილს, ანუ შესაბამის კანონში ცვლილებების დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე დაიწყო.