"ფუკუსიმას" ავარიის შედეგებმა შესაძლოა ჩერნობილის კატასტროფას გადააჭარბოს. ამის შესახებ სპეციალისტები ვარაუდებს უკვე ღიად გამოთქვამენ.
რადიაციის დონემ "ფუკუსიმას" პრეფექტურაში დაშვებულ წლიურ დონეს გადააჭარბა.
როგორც იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რადიაციის დონე 1 მილიზივერით აჭარბებს წლიურად დასაშვებ ნორმას. რადიაციის გავრცელების ზონა მოიცავს სამოც კილომეტრს "ფუკუსიმას" პრეფექტურის ჩრდილო-დასავლეთით და 40 კილომეტრს სამხრეთ-დასავლეთით.
როგორც "ტერსოს" წარმომადგენელმა განაცხადა, ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება რადიაციული ნივთიერებების აღმოფხვრა. დღესვე, NISAN - ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რადიაქტიურმა გამოსხივებამ საფრთხის მეშვიდე დონე შეადგინა.