ბელორუსმა სამართალდამცველებმა ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს.
ამის შესახებ განცხადება ბელორუსის გენერალური პროკურის მოადგილე ანდრეი შვედმა გააკეთა. მისი განცხადებით, მინსკის ცენტრალურ მეტროსადგურში მომხდარ ტერაქტში რამდენიმე პირია ეჭვმიტანილი.
შეგახსენებთ, რომ "ოკტიაბრსკაიაზე" აფეთქება გუშინ მოხდა. ბელორუსის გენერალურ პროკურატურას აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილი უკვე ჰყავს. რუსული მედიის ინფორმაციით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ეჭვმიტანილის ვინაობა ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა სამართალდამცავი უწყებები მის დასაკავებლად უკვე მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ მეტროსადგურში კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როცა მეტროსადგურში ორი მატარებელი შევიდა.