საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ყურადსაღებია. ქვეყნის პირველი პირის ეს პოზიცია ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.
"ჩვენთვის ყურადღსაღებია ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშში ასახული კრიტიკული მოსაზრებები საქართველოს მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია ის ნაწილი, სადაც საქართველოს პროგრესზეა ლაპარაკი", - განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოსთან დაკავშირებით მასში ნათქვამია, რომ გასულ წელს ქვეყანაში ადამიანის ძირითადი უფლებები ირღვეოდა, მათ შორის, პატიმრებისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა შემთხვევებში. გარდა ამისა, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მედიის მდგომარეობაზეც და აღნიშნულია, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება.