საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელურსის დედაქალაქი მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის სახელით ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს", - განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ "ოკტიაბრსკაიაზე" აფეთქება გუშინ მოხდა. ბელორუსის გენერალურ პროკურატურას აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილი უკვე ჰყავს. რუსული მედიის ინფორმაციით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ეჭვმიტანილის ვინაობა ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა სამართალდამცავი უწყებები მის დასაკავებლად უკვე მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ მეტროსადგურში კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როცა მეტროსადგურში ორი მატარებელი შევიდა.