მინსკის მეტროსადგურში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთ ვერსიად ბელორუსის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებისათვის საქართველოს შურისძიება სახელდება. ამის შესახებ რუსული გამოცემა "მოსკოვსკიე ნოვოსტი" წერს.
"გამოცემის ინფორმაციით, ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმმა წარმომადგენლებმა სამთავრობო მედიის ჟურნალისტებს აცნობეს, რომ ტერქტის ერთ-ერთი, მთავარი ვერსია საქართელოს შურისძიებაა ბელორუსის მიმართ, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხი დააყენა. თუმცა ქვეყნის ხელისუფლებას ოფიციალურად არცერთი ვერსია არ დაუსახელებია", - წერს ჟურნალისტი ვლად შუსტოვი.
შეგახსენებთ, რომ მინსკში 11 აპრილს მომხდარი ტერაქტის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა.