დღეს, პარლამენტში ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს ელოდებიან.
კახა ბაინდურაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტატის სხდომაზე დეპუტატებს ახალი ევრობონდების გამოშვებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.
ფინანსთა მინისტრის მოსმენა კომიტეტის სხდომაზე დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.
მინისტრის პარლამენტში დაბარების ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს ეკუთვნის.
როგორც ბაქრაძემ გუშინ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მერ ევრობონდების გამოშვებას არის თემა, რომელიც ყველა ადამიანს აინტერესებს ვინც საქართველოში ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ წელს ფინანსთა სამინისტრო ახალ ევრობონდებს გამოუშვებს, რომელიც 2008 წელში გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირებას მოხმარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტმა "ვალის შესახებ" კანონში ცვლილებები გასულ კვირას უკვე დაამტკიცა.