იაპონიაში, კიდევ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, აქედან ერთი წუხელ, გვიან ღამით, მეორე კი ერთი საათის წი დაფიქსირდა.
წუხელ მომხდარი მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6.6 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიის გამო დროებით მუშაობა შეაჩერა ნარიტას საერთაშორისო აეროპორტმა, რკინიგზის სამმა ხაზმა და ტოკიოს მეტროსადგურმა.
ერთი საათის წინ მომხდარი მიწისძვრა კი, რომელიც "ფუკუსიმას" პრეფექტურაში დაფიქსირდა, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. აღნიშნულის გამო ცოტა ხნის წინ "ფუკუსიმას" ატომური ელექტროსადგურიდან პერსონალის ევაკუაცია დაიწყო.
იაპონიის ხელისუფლებამ "ფუკუსიმაზე" ბირთვული საფრთხე მაქსიმალურ- მეშვიდე დონეზე აიყვანა. რადიაციული საფრხის დონე მას შემდეგ გაზარდეს, რაც „ფუკუშიმა 1-ზე" კვლევები საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ ჩაატარა.
უკანასკნელი მაჩვენებლებით, რადიაცია ავარიის ზონაში კიდევ უფრო გაიზარდა. აქამდე მეშვიდე დონე მხოლოდ ერთხელ- ჩერნობილში იყო გამოცხადებული.