მინსკში, მეტროსადგურ "ოკტიაბრსკაიაზე" მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.
ამის შესახებ განცხადება ბელორუსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა
გიორგი ჩხეიძემ გააკეთა.
"ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ირიცხებიან", - აცხადებს ჩხეიძე.
მისივე ინფორმაციით, ტერორისტული აქტის შედეგად სულ 12 ადამიანი დაიღუპა და 130-მდე დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ "ოკტიაბრსკაიაზე" აფეთქება გუშინ მოხდა. ბელორუსის გენერალურ პროკურატურას აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილი უკვე ჰყავს. რუსული მედიის ინფორმაციით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ეჭვმიტანილის ვინაობა ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა სამართალდამცავი უწყებები მის დასაკავებლად უკვე მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ მეტროსადგურში კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როცა მეტროსადგურში ორი მატარებელი შევიდა.