ბელორუსის გენერალურ პროკურატურას მინსკში, მეტროსადგურ "ოკტიაბრსკაიაზე" მომხდარ აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილი უკვე ჰყავს.
რუსული მედიის ინფორმაციით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ეჭვმიტანილის ვინაობა ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა სამართალდამცავი უწყებები მის დასაკავებლად უკვე მუშაობენ.
წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ მეტროსადგურში კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
"სავარაუდოდ, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა მაშინ, როცა მეტროსადგურში ორი მატარებელი შევიდა", - წერს რუსული მედია.
შეგახსენებთ, რომ "ოკტიაბრსკაიაზე" აფეთქება გუშინ მოხდა, რასაც ადგილზევე ემსხვერპლა 11 ადამიანი. კიდევ ერთი მოქალაქე წუხელ მინსკის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდა ამისა, დაშავებულია მეტროსადგურზე მყოფი 127 პირი.