ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, მინსკის მეტროში აფეთქების ადგილი, უმცროს შვილთან ერთად, დაათვალიერა. ქვეყნის მეთაურმა აფექთების ადგილზე ყვავილები მიიტანა.
აღსანიშნავია, რომ მინკის მეტროში მომხდარი აფეთქება ტერორისტულ აქტად ფასდება, „დღეს საღამოს, ზუსტად 17:54 საათზე მეტროსადგურ "ოკტიაბრსკაიაზე" ტერორისტული აქტი განხორციელდა. აღნიშნულ ფაქტზე საქმე უკვე აღძრულია"- წერს „ინტერფაქსი" გენერალური პროკურატურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, რომ მინსკში, მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა რაოდენობა უკვე 11-მდე გაიზარდა. ადრე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი იყო 7 ადამიანი. ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, აფეთქების შემდგომ, სამედიცინო დაწესებულებებს 100-მდე ადამიანმა მიაკითხა.
მასალის გამოყენების პირობები