მინკის მეტროში მომხდარი აფეთქება ტერორისტულ აქტად ფასდება, ამის შესახებ განცხადება ბელორუსის გენერალური პროკურორის მოადგილემ ანდრეი შვედმა გააკეთა.
„დღეს საღამოს, ზუსტად 17:54 საათზე მეტროსადგურ "ოკტიაბრსკაიაზე" ტერორისტული აქტი განხორციელდა. აღნიშნულ ფაქტზე საქმე უკვე აღძრულია"- წერს „ინტერფაქსი" გენერალური პროკურატურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, რომ მინსკში, მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა რაოდენობა უკვე 11-მდე გაიზარდა. ადრე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი იყო 7 ადამიანი. ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, აფეთქების შემდგომ, სამედიცინო დაწესებულებებს 100-მდე ადამიანმა მიაკითხა.
მასალის გამოყენების პირობები