მინსკში, მეტროსადგურ "ოკტიაბრსკაიაზე" მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მსხვერპლთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. ადრე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი იყო 7 ადამიანი. ლუკაშენკოს თქმით, აფეთქების შემდგომ, სამედიცინო დაწესებულებებს 100-მდე ადამიანმა მიაკითხა.
აღსანიშნავია, რომ აფეთქების შემდეგ ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტის საუბარი შედგა. დიმიტრი მედვედევმა მწუხარება გამოთქვა მინსკში მომხდარის გამო. იმავდროულად, ბელორუსის მეტროში მომხდარი აფეთქების შემდგომ, რუსეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ნორმები გაამკაცრეს.
მასალის გამოყენების პირობები