ყოფილი ფაშისტი ლიდერის ბენიტო მუსოლინის შვილიშვილი ალექსანდა მუსოლინი კარლა ბრუნის წინააღმდეგ განეწყო.
ალექსანდრას უკმაყოფილება გამოიწვია, რომ კარლა ბრუნი ტუნისელი და ლიბიელი დევნილებისთვის საფრანგეთის საზღვრის ჩაკეტვას არ აპროტესტებს. ალექსანდა მუსოლინი ამას დისკრიმინაციულ გადაწვეტილებას უწოდებს, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მიიღო.
ალექსანდრა მუსოლინი, რომელიც, ამავდროულად, ცნობილი მსახიობის სოფი ლორენის ნათესავია, გაოცებულია, თუ რატომ არ შეიძლება პირველმა ლედიმ თავის მრავალრიცხოვან სასახლეებში მიიღოს ემიგრანტები.
ალექსანდრა თავისი ექსცენტრული გამონათქვამებითაა ცნობილი. ერთხელ მან განაცხადა, რომ ყველა რუმინელი დამნაშავეა. ამჟამად კი ალექსანდრა მუსოლინიმ კარლა ბრუნი მარია ანტუანეტას სახელით შეამკო.
ალექსანდრა 2008 წელსაც თავს დაესხა საფრანგეთის პირველ ლედის, როცა კარლამ კმაყოფილება გამოთქვა, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან ნამდვილ ფრანგად გრძნობს თავს.