ათწლიანი აკრძალვის შემდეგ ბრიტანელ გეებს სისხლის ჩაბარების ნებას დართავენ. ამის შესახებ The Telegraph-ი იტყობინება.
იმ მამაკაცებს, რომლებსაც ჰომოსექსუალური კონტაქტები ჰქონდათ, მაგრამ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ერთსქესიანებთან კონტაქტისგან თავს იკავებდნენ, ამიერიდან დონორობა შეეძლებათ.
ჰომოსექსუალების დონორობა მრავალ ქვეყანაში მას შემდეგ იკრძალება, რაც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი გამოჩნდა. გეებში ამ ინფექციით დასნეულების დიდი რისკია.
ექსპერტთა აზრით, გეების დონორობის დაშვება მათ დისკრიმინირებულ მდგომარეობას შეამსუბუქებს.