სირიის ოპოზიციური საიტით გავრცელებული ინფორმაციით, არმიის ხელმძღვანელობამ რამდენიმე ოფიცერი სიკვდილით დასაჯა, რომლებმაც ქალაქ ბანიასში დემონსტრანტების წინააღმდეგ სროლაზე უარი თქვეს. ერთ-ერთ დახვრეტილს პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა.
ამასთან, ერთ-ერთ გზატკეცილზე შეიარაღებულმა პირებმა სამთავრობო არმიის კოლონაზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც შვიდი ჯარისკაცი და ორი ოფიცერი დაიღუპა.
გარდა ამისა, იორდანიასა და ქალაქ დარიას საზღვარზე 19 ჯარისკაცი და პოლიციელი დაიღუპა.
შეგახსენებთ, სირიაში მღელვარება 18 მარტს დაიწყო. სიტუაციის დაძაბვა სკოლის მოსწავლეთა ჯგუფის დაჭერამ განაპირობა, რომლებსაც ანტისამთავრობო ლოზინგები ეწერათ. ხალხი ქუჩებში მათი გათავისუფლების მიზნით გავიდა. მოგვიანებით მღელვარება ქვეყნის სხვა რაიონებსაც მოედო. Human Rights Watch-ის მონაცემებით, სირიაში არეულობას 171 ადამაინი ემსხვერპლა.