ხვალ, 12 აპრილს, 11:30 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეინ ინში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, არჩილ კეკელია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ქართული ღვინის ექსპორტია.