დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია ჭადრაკში მოსწავლეთა შორის საქართველოს პირველი ჩემპიონატის გამარჯვებულებს პერსონალური კომპიუტერებითა და სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოებს.
მოსწავლეთა შორის საქართველოს პირველმა ჩემპიონატმა ჭადრაკში სტარტი 5 მაისიდან აიღო. ჩემპიონატში საქართველოს მასშტაბით 300-მდე სკოლის 1 200-მდე მოსწავლე ჩაერთო.
გუნდური ჩემპიონატი 2 ეტაპად და 7 ტურად ჩატარდა. გუნდები შედგებოდა 3 ვაჟისა და 1 გოგონასგან.
პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, "მოსწავლეთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის ფარგლებში.
რეგიონალურ ტურში გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით. ხოლო, დასკვნით ეტაპზე I, II, III ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ თასები, მედლები, დიპლომები და პორტატული კომპიუტერები.