ხვალ, 12 აპრილს, 15:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოში ინდოეთის საელჩოს კულტურულ ურთიერთობათა საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმის თანახმად, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნება ინდოეთმცოდნეობის ცენტრი, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ინდოელი პროფესორი უხელმძღვანელებს.