ფრანგმა სამხედროებმა კოტ-დიუვარის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ლორან გბაგბო დააპატიმრეს. დაპატიმრების პროცესი გბაგბოს რეზიდენციაში განხორციელდა, ქვეყნის უმსხვილეს ქალაქში აბიჯანში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" კოტ-დიუვარში საფრანგეთის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღნიშნულ ფაქტამდე მცირე ხნით ადრე, ფრანგულმა ვერტმფრენებმა ლორან გბაგბოს რეზიდენციაზე ავიადარტყმები მიიტანეს. რეზიდენტიის რაიონში ასევე გადაისროლეს ფრანგული მძიმე ტექნიკა.