მოვლენების რევოლუციურად განვითარების შემთხვევაში, "ქართული პარტიის" შესაძლებლობაზე საუბრისგან "კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური თავს იკავებს.
"ზოგადად, სხვისი პარტიის უნარის შეფასების შესაძლებლობა არ მაქვს, რადგან მათი რესურსი არ გამომიკვლევია. ყველას ხელი მოუმართოს იმ საქმეში, რასაც კარგს გააკეთებს. თუმცა იმ გზას, რომელსაც "ქართული პარტიიდან" ჩემი მეგობრები ადგანან, არსებობის საფუძველი აქვს", _ აცხადებს ძიძიგური.
მისი აზრით, მოვლენები საარჩევნო გზით უნდა განვითარდეს. სწორედ ამიტომ ოპოზიციური რვიანი ხელისუფლებასთან პოლიტიკურ დაპირისპირებაშია შესული.