უკრაინის გენპროკურატურამ ქვეყნის ექს-პრემიერის, იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე აღძრა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის გენპროკურორის პირველმა მოადგილემ რენატ კუზმინმა მიაწოდა.
მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 2009 წელს რუსეთთან საგზაო კონტრაქტების გაფორმებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების გამო, რამაც "სახელმწიფოს უზარმაზარი ზარალი მიაყენა".