"საბოლოო ჯამში მაინც ჯობია, რომ ერთი რომელიმე ძალა არ იყოს გამარჯვებული, დანარჩენს კი დრო და საქმე აჩვენებს. ერთია, თითოეული ჩვენგანი რას ვფიქრობთ ჩვენს შესაძლებლობებზე, მეორეა - საქმით ამის დადასტურება", - აცხადებს "ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მისი თქმით, ოპოზიციის ხელისუფლებასთან გარიგების მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს.
"გარიგებულია თუ არა ოპოზიცია ხელისუფლებასთან, ასეთი მოსაზრება შეიძლება არსებობდეს. აქ ამოცანა მარტივია. ცვლილებების პროცესს სჭირდება პერსპექტივა და საზოგადოებრივი, საერთაშორისო, პოლიტიკური თუ სამართლებრივი ლეგიტიმაცია. რასაკვირველია, ლეგიტიმაციის მეტ საშუალებას იძლევა, თუკი არსებულ რეჟიმს ცვლილების პროცესში თანამონაწილეობას აიძულებ", - აცხადებს კახა შარტავა.
მისი თქმით, თუ რეჟიმის მხრიდან უარყოფის გამო ეს თანამონაწილეობა არ ხერხდება, მაშინ ხალხს პირდაპირი დემოკრატიის განხორციელების შესაძლებლობები აქვს.
"ერთი ვარიანტიც უნდა მოისინჯოს, რათა მეორე ვარიანტის პერსპექტივა გაჩნდეს. სწორედ ამას ცდილობს ოპოზიციური "რვიანი". ვფიქრობ, პოლიტიკური გამჭრიახობისა და წინდახედულების მქონე ადამიანებს ეს უნდა ესმოდეთ", - აცხადებს შარტავა.