პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას მტკიცებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ ქვეყანამ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულები დიდი პროგრესს მიაღწია.
"ჩვენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებს ყოველთვის დიდი გულისყურით ვეკიდებით. ბოლო ანგარიშს თუ დეტალურად გაეცნობით, ნახავთ, რომ არის ძალიან დიდი პროგრესი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით, ამიტომ ჩვენ მივესალმებით ამ ანგარიშს. აქვე არის ცალკეული პრობლემები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნა თორდიამ და აქვე დასძინა, რომ ანგარიში არის ერთ-ერთი ძირითადი წყარო, რომ პრობლემების აღმოსაფხვრელად კონკრეტული გზები დაისახოს.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან არის ნებამ, რომ ეს პრობლემები არასამთავრობოებთან ერთად ფართო მსჯელობის საგნად იქცეს, თუმცა არის ცალკეული შენიშვნები, რომელიც ეფუძვნება მხოლოდ მიწოდებულ ინფორმაციას და არ არის გადამოწმებული.
"ეს არ არის ძიებით დამტკიცებული ფაქტები, ის მიწოდებულია არასამთავრობოების მიერ და ჩვენ უკვე პასუხები გაგვაჩნია მათზე.
ცალსახად ავღნიშნავთ, რომ ამ ანგარიშში ასახულია ის პოზიტივები, რომელიც საბოლოო ჯამში აუმჯობესებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში. მასში მოცემულია ყველა ის ნაბიჯები, რომელიც ქვეყანამ გადადგა ადამიანის უფლებათა გაუმჯობესებისთვის", - აღნიშნა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ამასთან, თორდიას თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე საუბარია, რომ არსებობს კორუფცია, თუმცა დეპუტატის თქმით, თანამდებობის პირები კორუფციის გამო ახლაც იხდიან სასჯელს.
"ეს არის არასამთავრობოების მიერ მიწოდებული ინფორმაცია და ამაზე ისედაც საუბრობენ ყოველდღე", - აღნიშნა მან.