მიუხედავად ლიბიის მიერ მიღებული საგზაო რუკისა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ნატო დაბომბვების გაგრძელებას მანამ გააგრძელებს, ვიდრე აღმოფხვრილი არ იქნება საფრთხე ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობისათვის. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ალიანსის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
რამდენიმე ხნით ადრე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ მოუწოდა ნატოს შეეწყვიტა ავიადარტყმები მთავრობის ძალებზე და "მიეცა მათთვის შანსი" დასაზავებლად, რომელიც გათვალისწინებულია აფრიკული კავშირის მიერ ლიბიაში არსებული კონფლიქტის დარეგულირების გეგმის მიხედვით.
"ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ზეწოლას იმ ძალბზე, რომლებიც სამოქალაქო საზოაგდოებას უქმნიან საფრთხეს და ჩვენი ოპერაციები გაგრძელდება", _ აცხადებს წყარო.
"ჩვენი თვითმფრინავები ფრენას ჯერ კიდევ განაგრძობენ და როდესაც ჩვენ დავინახავთ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეებს საფრთხე ემუქრება, ჩვენ ჩავერებით. ჯერ ჯერობით არ ჩანს, რომ მშვიდობიანი შეთანხმების რეალიზება დაიწყო", _ აცხადებს წყარო.