პრეზიდენტმა მედვედევმა საკუთარი, ასევე, მეუღლის სვეტლანა ვლადიმიროვნასა და ვაჟის - ილიას ქონებრივი შესაძლებლობა და შემოსავლების დეკლარაცია გამოაქვეყნა. დეკლარაცია მის საბანკო შენატანებსა და ფასიან ქაღალდებსაც ეხებოდა.
2010 წლისთვის დიმიტრი მედვედევის შემოსავალი 3 მილიონ 378 ათას 673 რუბლსა და 63 კაპიკს შედგენდა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად 367,8 კვ.მეტრ ბინის ფართს ფლობს.
გარდა ამისა, დიმიტრი მედვედევს რუსეთის ბანკებში 4 მილიონ 961 ათას 528 რუბლისა და 98 კაპიკის ოდენობით 14 ანგარიში აქვს. იგი პირობითი არენდით რუსეთის ფედერაციაში 4700 კვ.მეტრის ოდენობით ფართსაც ფლობს.
მედვედევს 1948 წლის გამოშვების ავტომობილი "პობედა" აქვს, სადაც იგი ავტორბოლაში ვიქტორ იანუკოვიჩთან ერთად მონაწილეობდა.
რაც შეეხება სვეტლანა მედვედევას, მას ბანკში სამი ანგარიში აქვს გახსნილი. თუმცა ამ ანგარიშზე თანხა არაა ჩარიცხული. მედვედევების ოჯახი, ასევე, 1999 წლის გამოშვების Volkswagen Golf-საც ფლობს. არასრულწლოვან ილია მედვედევს კი არანაირი შემოსავალი, ქონება და ბანკში შეტანილი თანხა არ გააჩნია.