საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სტრასბურგიდან ახალ და კარგ ამბებს ელოდება. ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს, ბიუროს სხდომაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებთან დაკავშირებით განაცხადა.
"ამ კვირაში სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო სხდომები იმართება და ველოდებით მნიშვნელოვან დებატებს და განხილვებს. იმედი მაქვს, რომ ამ კვირის განმავლობაში გვექნება დადებითი ახალი ამბები სტრასბურგიდან, ჩვენი დელეგაციის წევრებიდან", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებზე დაგეგმილია მნიშვნელოვანი საკითხების განიხილვა, მათ შორის ქართულ-რუსული ურთიერობების და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებთან დაკავშირებით.
"იმედი მაქვს სტრასბურგიდან კვირის ბოლოს ჩვენი დელეგაცია კარგი ამბებით დაბრუნდება", - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.