ქვეყანაში გამწვავებული კრიზისის გამო იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეხი გადადგომას დათანხმდა.
მდგომარეობიდან ასეთი გამოსავალი, მას სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭომ შესთავაზა. ამ გეგმის მიხედვით, ალი აბდულა სალეხმა ხელისუფლება პრემიერ-მინისტრ ალი მუჰამედ მუჯავარის უნდა გადასცეს.
შეგახსენებთ, 10 აპრილს სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭომ გამოაქვეყნა "საგზაო რუკა" გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, იემენში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირება შესაძლებელი იყო. რუკის თანახმად, იემენის ამჟამინდელი პრეზიდენტი ძალაუფლებას პრემიერ-მინისტრს გადასცემდა, ოპოზიცია კი ახალ ხელისუფლებას ჩამოაყალიბებდა.