"ეროვნულმა საბჭომ" თბილისში კიდევ ერთი რაიონული ოფისი დააფუძვნა. ამჯერად "კონსერვატორებისა" და "ხალხის პარტიის" გაერთიანებული ძალის ოფისი საბურთალოს რაიონში გაიხსნა.
ღონისძიებას საბჭოს ლიდერები ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და ალექსანდრე შალამბერიძე დაესწრნენ.
საბურთალოს ოფისი პეკინის N 18-ში განთავსდა. ოფისს ირაკლი იმნაძე უხელმძრვანელებს.
"ეროვნული საბჭოს" ლიდერებმა საბურთალოს მოსახლეობას მოუწოდეს, თავიანთი პრობლემების შესასწავლად რაიონულ ოფისს მიმართონ.
მასალის გამოყენების პირობები