ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მხარდამჭერი ძალები ქალაქ მისრატას ბომბავენ. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური საინფორმაციო სააგენტო "კიოდო" ავრცელებს. იმის მიუხედავად, რომ მუამარ კადაფი ქვეყანაში შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად აფრიკული კავშირის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა, მეამბოხეები დაბომბვა მაინც გრძელდება.
სამშვიდობო გეგმა დაპირისპირებულ მხარეებს აფრიკულმა კავშირმა შესთავაზა.
გეგმა ავიაიერიშების შეჩერებისაკენ მოუწოდებს ნატოსაც, რომლის ავიაციამაც მხოლოდ გუშინ ლიბიის სამთავრობო ძალების 25 ტანკი გაანადგურა. ამის შემდეგ ქალაქ აჯდაბიაზე ლიბიის ოპოზიციამ კონტროლი აღადგინა.