"სმოლენსკის ტრაგედიაში რუსულ მხარეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება",_ამის შესახებ სმოლენსკის ტრაგედიასთან დაკავშირებით პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატაში შექმნილი კომისიის ხელმძღვანელი, პოლონეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ანტონ მაცარევიჩის აცხადებს.
მაცარევიჩის თქმით, იმის მიუხედავად, რომ მოსკოვი ამ ფაქტს არ აღიარებს, რუსული მხარის პასუხისმგებლობა დგება. მაცარევიჩი საუბრობს დისპეტჩერსა და პილოტს შორის გამართული საუბრის ჩანაწერზე, საიდანაც ჩანს, რომ მფრინავს მცდარ მიმართულებასა და ამინდის არასწორ პროგნიზს აწვდიან. გარდა ამისა, ჩანაწერებით დასტურდება, რომ სადისპეტჩეროში უცხო ადამიანებიც იმყოფებიან, რომლებიც განკარგულებებს იძლევიან.
კომისიის ხელმძღვანელი საქართველოსაც ახსენებს და აცხადებს, რომ კაჩინსკი რუსეთმა განსაკუთრებულად სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისში ჩამოსვლის გამო აითვალისწუნა.
შეგახსენებთ, პოლონელთა ნაწილი სმოლენსკის ტრაგედიის შემდეგ პრეზიდენტის სასახლის წინ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიურად იკრიბებოდა და იქ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მემორიალის აღმართვას ითხოვდა. "მონუმენტის აღმართვა მთავრობას არ სურს, მაგრამ აქ მიზნის მიღწევამდე დავრჩებით",_აცხადებენ ლეხ კაჩინსკის ტრაგედიით შეძრული ადამიანები.