17 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სპორტულ კომპლექს "ქარიშხალაში" სამოქალაქო ალიანსი "მომავალი სიღარიბის გარეშე" აწყობს საფეხბურთო ტურნირს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს შორის.
ერთმანეთს გაეჯიბრებიან კოჯრის, წყნეთისა და თბილისის ორი ბავშთა სახლი. შედგება ორი ნახევარ ფინალულირი და ერთიც საფინალო მატჩი. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა სამახსოვრო თასი. ასევე, სიმბოლურ საჩუქრებსა და მედლებს მიიღებს თითოეული ბავშვთა სახლი.
ტურნირის დამთავრების შემდეგ ბავშვებს გაუმასპინძლდება სწრაფი კვების ობიექტი "სანი ჩიქენი".
17 ოქტომბერი სიღარიბესთან ბრძოლოს საერთაშორისო დღეა. კოალიცია მომავალი სიღარიბის გარეშე უკვე რამდენიმე წელია აღნიშნავს ამ თარიღს. 2007 წელს ეთნოგრაფიულ მოზეუმში ნიაზ დიასამიძისა და მისი მეგობარი მუსიკოსების მონაწილეობით სპეციალური კონცერტი ჩატარდა, სადაც პირველად შესრულდა ალიანსის ჰიმნი. 2008 წელს კინოთეატრ "ამირანში" ფოტოების გამოფენა გაიმართა თემატიკაზე "მომავალი სიღარიბის გარეშე. ნახატები გამოფინეს აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულმა ბავშვებმა.
კოალიცია "მომავალი სიღარიბის გარეშე" არის სიღარიბის დაძლევის გლობალური მოძრაობის ნაწილი და მისი საქმიანობა განიხილება საერთაშორისო დონეზედაც. ამ ეტაპზე კოალიცია შედის "ქალთა საერთაშორისო კაბინეტის ჭ8"-ის შემადგენლობაში და წარმოადგენს საქართველოს, მსოფლიოს შვიდ სხვა სახელმწიფოსთან ერთად. იგი კოალიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სახელით თანამშრომლობს ევროგაერთიანების და დიდი რვიანის ქვეყნების მთავრობებთან მსოფლიოში სიღარიბესთან დაკავშირებული პრობლემატიკის საკითხებზე (როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება).